თუ მელიას მოთხოვნას ევროპა გაითვალისწინებს, ახალ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ -ბადრი ჯაფარიძე

26.04.21 18:34
თუ მელიას მოთხოვნას ევროპა გაითვალისწინებს, ახალ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ -ბადრი ჯაფარიძე

ნიკა მელია პატივს ვცემთ და თუ მის მოთხოვნას ევროკავშირი გაიზიარებს, ახალ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ - განაცხადა პარტია ,,ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. ჯაფარიძე იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია არასდროს დათანხმდება, ჯალათებისთვის ამნისტიის სივრცე გახსნას.

ნიკა მელიას ვუპასუხებდი, რომ ჩვენ ვმოქმედებთ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს ამ დოკუმენტის მოდიფიცირება ნიკა მელია თხოვნის შესაბამისად. ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის თქმის საშუალებას, რომ ვარღვევთ შეთანხმების პირობებს. თუ მელიას თხოვნა მედიატორამდე მივა, ახალ დოკუმენტში უნდა იყოს ცვლილება შეტანილი. ჩვენ მას ხელს მოვაწერთ.

გარდა ამისა, ჩვენი საერთო პოზიციაა, დაზარალებულს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ დათანხმდეს დამნაშავის ამნისტიაზე- თუ  ეს პოზიცია ხელისუფლებამ არ  გაითვალისწინა, თუ ვერ შევჯერდით ამ პრინციპულ საკითხებზე,  ჩვენი კანონპროექტი გვექნება ინიცირებული - აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.

დღეს ნიკა მელიამ ახალი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ოპოზიციას, გაიწვიოს ამნისტიის კანონი. ამ შემთხვევაში ,,ნაცმოძრაობის" ლიდერი ევროპელი პოლიტიკოსების გირაოს დათანხმდება.

მსგავსი სიახლეები