მთავრობის მტკიცებით, ქვეყანაში 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი - რას ამბობენ ექსპერტები
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წლიდან საქართველოში ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს. ამის შესახებ დღეს ფონდის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა.
ირკვევა, რომ წელს ქვეყანაში 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაც რუსეთიდან მასობრივი მიგრაციას უკავშირდება, თუმცა მომდევნო წელს მაჩვენებელი 5%-ით გახდება.
ფონდის პროგნოზით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 10% , ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეს არის 2022-27 წელი, შემდეგი 5 წლის განმავლობაში საშუალოდ საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზრდება ინფრასტრუქტურული ინვესტიციების პროდუქტიულობის ზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების მეშვეობით, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, კობა გვენეტაძის, თქმით, საერთაშორისო ფონდის პროგნოზი ეროვნული ბანკის პროგნოზთან თანხვედრაშია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციას შემცირების დაღმავალი ტრენდი ექნება და წლის საშუალო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. აღნიშნული პროგნოზი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზთან, რომლის მიხედვით წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება,- თქვა გვენეტაძემ.
ექსპერტები კი მთავრობის პროგნოზს ციფრებით ჟონგლიორობას უწოდებენ. სპეცილაისტები ამბობენ, რომ ინფლაცია მოიკლებს, თუმცა პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები იგივე დარჩება.
ციფრებით ჟონგლიორობას აქვს საქმე. კერძოდ, ვგულისხმობ იმას, რომ ინფლაცია მოიკლებს, მაგრამ ფასების შემცირება არ მოხდება. თუ, დავუშვათ, დღეს პომიდორი ღირს 6 ლარი, ეღირება სადღაც თებერვალ-მარტშ 6 ლარი და 50 თეთრი ანუ კატასტროფული ზრდა არ იქნება. ეს მოსახლეობისთის დიდი არაფერია, ამ ციფრებით თვამოწონება. მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა არის საქონელზე და პროდუქტებზე და მომსახურებებზე ფასი იყოს იაფი. ამას ნამდვილად ვერ მიიღწევა. ამის მიზეზი გახლავთ წლების განმავლობაში წარმოებული არასწორი ფულად-საკრედიტო და ეკონომიკური პოლიტიკა, - ამბობს ექსპერტი.