მძიმე პოლიტიკური გზავნილი დასავლეთიდან - ევროპარლამენტის შესწორებაში ბიძინა ივანიშვილი 12 ჯერ არის ნახსენები
"ქართული ოცნებისთვის" მძიმე პოლიტიკური ორი კვირა იწყება - ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებში საეჭვო ნაბიჯებს ხედავენ.
ევროპარალემნტში საქართველოს შესახებ ზუსტად ორ კვირაში საგანგებო რეზოლუაცია უნდა მიიღონ ამის პარალელურად კი ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშში შესწორებების ინიციატივით გამოდიან.
ევროპარლამენტის დეპუტატები ევროაკავშირს მოუწოდებენ, ივანიშვილის რუსეთთან საეჭვო კავშირების შესწავლა დაიწყოს. შესწორების ავტორები ეჭვობენ, რომ ოლიგარქი პუტინის რეჟიმს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
ამასთან, ევროდეპუტეტები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის გავლენები საქართველოს ეკონომიკურ პოლტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე შემაშფოთებელია. შესწორების დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი 12-ჯერ არის ნახსენები.
აუცილებელია, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენების შემცირება საქართველოს ეკონომიკურ პოლტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. შეშფოთებული ვართ იმ როლით, რომელიც მან ითამაშა ქართულ პოლიტიკაში. შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ მისი გარემოცვა, ისევ ინარჩუნებს მაღალ პოსტებს მთავრობაში, - წერია დოკუმენტში.
შესწორებაში კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების საქმეებიც მოხვდა, დოკუმენტში ნახსენებია "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი. დოკუმენტში ვკითხულობთ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა, "ფორმულას" დამფუძნელის დავით კეზერაშვილის გვარებს.
ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადებულ ანგარიშს, საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა.