,,შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სატყეო საგენტოს ხელმძღვანელი "ტვ პირველს" ემალება
გაუჩინარებულია სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ,,შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გიორგი ჭიჭიაშვილი კამერებს ემალება.
სატყეო სააგენტოს მიმართ არაერთი კითხვა არსებობს. მათ შორის, სად იყო უწყება, როცა ბიძინა ივანიშვილის ცოლის კომპანია საჩხერისა და კორბოულის ტყეებში უკანონონ სამუშაოებს ატარებდა? რატომ არ აკონტროლებდა ტყის სააგენტო იქ წარმოებულ სამუშაოებს? რატომ მისცეს ივანიშვილის კომპანიაას 125 ათასი კვადრატული მეტრი ტყის მასივი 49 წლით სარგებლობაში?
სატყე სააგენტოს ხელმძღვანელი ,,ტვ პირველს" დაჰპირდა, რომ აღნიშნულ საკითხებს შეისაწვლიდა და პასუხებს გასცემდა, თუმცა, ამ დრომდე ის კონტაქტზე არ გამოდის და არც კითხვებს პასუხობს.
ჭიჭიაშვილი ამჟამად სამსახურშია, მის კაბინეტსა და შენობას კი დაცვის თანამშრომლები აკონტროლებენ. გიორგი ჭიჭიაშვილ ამბობს, რომ ,,ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხებს, რადგან გამოცემისთვის სათქმელი არაფერი აქვს.
საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახმა ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღება და შავი კაპრონის ბადეებით გადახურა.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კორბოულისა და ბევერეთის ტყის მიმდებარედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეაკატერინა ხვედელიძის, კომპანიამ, შპს "აგრო ქართუმ" გარეული ფრინველების ფერმა ააშენა.