“მორიგი ქველმოქმედება” - "ოცნების" დეპუტატი ივანიშვილის მიერ ტყის გადახურვაზე
ბიძინა ივანიშვილის ცოლის კომპანიისთვის 49 წლით სარგებლობაში გადაცემული ტყის ფართობის გადახურვას „მორიგ ქველმოქმედებას" უწოდებს "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა.
არ დაუკანონებია, არამედ 49-წლიანი იჯარით აიღეს და ეს არის ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკა. ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, სადაც ხდება ტყის მოვლა-პატრონობა... ეს არის მორიგი ქველმოქმედება, სადაც ხდება ჩვენი ფლორისა და ფაუნის გადარჩენა, ტყესთან ერთად... უნდა მოხდეს გადარჩენა, მათ შორის იქ მობინადრე ფრინველებისა და ცხოველებისთვის. ამ შემთხვევაში მიზანია კოლხური ხოხობის გადარჩენა, რომლიც გადაშენების ზღვარზეა. რომ გადავარჩინოთ, ამისთვისაა გაკეთბული ის ბადეებიც“, - თქვა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახმა ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღება და შავი კაპრონის ბადეებით იქამდე გადახურა, სანამ ტერირიტორიას ეაკატერინა ხვედელიძის კომპანიას, შპს "აგრო ქართუს" გადაუფორმებდნენ.