პოლიტიკური რეიტინგები ცნობილია - ხვალ რომ არჩევნების იყოს, "ოცნებას" მოსახლეობის მხოლოდ 25% დაუჭერს მხარს

07.11.22 17:07
პოლიტიკური რეიტინგები ცნობილია - ხვალ რომ არჩევნების იყოს, "ოცნებას" მოსახლეობის მხოლოდ 25% დაუჭერს მხარს

"პირველებმა"  ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული პოლიტიკური რეიტინგის კვლევის შედეგები მოიპოვა. 

მონაცემები, რამდენიმე საათში უნდა გამოქვეყნდეს, მაგრამ შედეგები უკვე გააცნეს ყველა პოლიტიკურ პარტიას.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს? შედეგები ასე გადანაწილდა: 

  •  "ქართულ ოცნება" - 25 %
  • "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა" - 12%
  •  გიორგი გახარიას პარტია -  (საქართველოსთვის) - 3%
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" -  3 %
  • ლეიბორისტული პარტია - 2%
  • "სტრატეგია აღმაშენებელი გიორგი ვაშაძე"-  2 %
  • "დროა" - 2%
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 2 %
  • ხალხისთვის - 2%
  • პარტია "ლელო" - 1 %

კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI - ის ოფიციალურ გვერდზე.  

განახლება: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.