ვინ სარგებლობს ყველაზე მაღალი სანდოობით? - ნახეთ ჩამონათვალი

07.11.22 17:16
ვინ სარგებლობს  ყველაზე მაღალი სანდოობით? - ნახეთ ჩამონათვალი

ვინ სარგებლობს თქვენთვის ყველაზე მაღალი სანდოობით? - "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული,   ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, რეიტინგის სათავეში პატრიარქი ილია მეორეა. სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გამოკითხულთა 88% ენდობა.

მეორე ადგილზე 51%- იანი ნდობით კახი კალაძე სარგებლობს. მას მოსდევს ირაკლი ღარიბაშვილი 44%-ით, შემდეგია ანა დოლიძე - 40%-ით.

ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 38% ენდობა. 

დავით უსუფაშვილსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას გამოკითხულთა 38%-იანი ნდობის მაჩვენებელი აქვთ.

გამოკითხვის თანახმად, გიორგი გახარია 37%-იანი სანდოობით სარგებლობს, გიორგი ვაშაძე 37%.  ბიძინა ივანიშვილს გამოკითხულთა 36% ენდობა.

ცნობისთვის, მონაცემები, რამდენიმე საათში უნდა გამოქვეყნდეს, მაგრამ შედეგები უკვე გააცნეს ყველა პოლიტიკურ პარტიას.

კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI - ის ოფიციალურ გვერდზე.

განახლება: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.