როდესაც ფიქრობთ ევროპულ ღირებულებაზე, რას გულისხმობთ, რა გაფიქრდებათ პირველ რიგში?- რა აჩვენა კვლევამ?

07.11.22 17:47
როდესაც ფიქრობთ ევროპულ ღირებულებაზე, რას გულისხმობთ, რა გაფიქრდებათ პირველ რიგში?- რა აჩვენა კვლევამ?

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 9% ამბობს, რომ როდესაც ფიქრობს ევროპულ ღირებულებაზე, პირველ რიგში თავისუფლებას გულისხმობს. 

6% განვითარებულ ეკონომიკაზე ფიქრობს, დემოკრატია მხოლოდ   6%-ს აფიქრდება. 

5%-დამიანის უფლებების დაცვაზე ფიქრობს. გამოკითხულთა ნახევარს, ანუ 50%-ს ამ კითხვაზე პასუხი საერთოდ  არ აქვს.

კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI - ის ოფიციალურ გვერდზე. 

განახლება: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.