გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ხმას არასდროს მისცემს - რა წერია IRI -ის კვლევაში

07.11.22 18:03
გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ხმას არასდროს მისცემს - რა წერია IRI -ის კვლევაში

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არასდროს მისცემს. თითქმის იგივე ვითარებაშია "ქართული ოცნებაც" მათ არასდროს აირჩევდა გამოკითხულთა 30%.

გამოკითხულთა 18% მხარს არასდროს დაუჭერდა "პატრიოტთა ალიანს", 15% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერენ მხარს "ალტ-ინფოს". გამოკითხულთა 14% მხარს "ევროპულ საქართველოს" არ დაუჭერს. 

ცნობისთვის, მონაცემები, რამდენიმე საათში უნდა გამოქვეყნდეს, მაგრამ შედეგები უკვე გააცნეს ყველა პოლიტიკურ პარტიას.

კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI - ის ოფიციალურ გვერდზე.

განახლება: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.