ურთიერთნდობა აღარ გვაქვს და ერთმანეთს მტრებად განვიხილავთ - სალომე ზურაბიშვილი
პოლარიზაციაა ჩვენთან ყველაფერში, ეკლესიაში, დებატებში, მედიაში, ყველას მტრებად განვიხილავთ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლარიზაცია არის ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული.
ჩვენც ვუპირისპირდებით ყველა გამოწვევას ჩვენს დემოკრატიაში - დებატებში პოლარიზაციას, რომელმაც მოგვიცვა. ეს ყველგანაა პოლიტიკაში, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში და ეკლესიაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა ჩვენს ქვეყანაში. ეკლესიაშიც არის პოლარიზაცია. რას ვგულისხმობ პოლარიზაციაში? ეს ნიშნავს რომ ჩვენ ურთიერთნდობა აღარ გვაქვს და ერთმანეთს მტრებად განვიხილავთ... პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.