მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელ არჩევნების მოთხოვნას მხარს უჭერს - IRI-ის კვლევა

07.11.22 19:27
მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელ არჩევნების მოთხოვნას მხარს უჭერს - IRI-ის კვლევა

გამოკითხული მოსახლეობის 52% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია საუბარი.

გამოკითხულთა 42% სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხის არ აქვს.

განახლება: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

კვლევა სრულად ნახეთ ბმულზე.