მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI

07.11.22 19:30
მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • არასწორი - 62%
  • სწორი - 30%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 8%

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

კვლევა სრულად ნახეთ ბმულზე.