კვლევა: მოსახლეობის 72% სურს, მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს

07.11.22 19:36
კვლევა: მოსახლეობის 72% სურს, მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს

მოსახლეობის 72% სურს, მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს - შესაბამისი სურათი IRI-ის საზოგადოებრივი კვლევამ აჩვენა. 

გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ კმაყოფილია პოლიტიკური პარტიების ამჟამინდელი არჩევანით. რესპოდენტთა 7%-მა  კითზვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

კვლევა სრულად ნახეთ ბმულზე.