მთავარი პარტნიორი აშშ, ევროკავშირი, უკრაინა, საფრთხე - რუსეთი - IRI - ის ახალი კვლევა
IRI - ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 51%-ს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირი მიაჩნია, 47% ამერიკის შეერთებული შტატებს ასახელებს.
შემდეგ მოდის უკრაინა 24%-ით, თურქეთს გამოკითხულთა 16% ასახელებს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, მეხუთე ადგილს კი აზერბაიჯანი იკავებს (14%).
- დიდი ბრიტანეთი - 11%
- რუსეთი - 7%
- სომხეთი - 6%
- ჩინეთი- 3%
7%-ს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის არცერთი ქვეყანა არ არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, 5%-ს კი პასუხი არ აქვს/არ იცის.
გამოკითხულთა 89% ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს. ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 80% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოაგენს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.
კვლევა სრულად ნახეთ ბმულზე.