"ოცნების" მილიონერმა დეპუტატმა 6 წელში საკუთარ ავტომობილს ბიუჯეტიდან, 70 000 ლარი დაახარჯა - სკანდალური დოკუმენტი
"მილიონერი დეპუტატი, რომელიც პირად ავტომობილს ბიუჯეტის ფულით არემონტებს" - ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხულოს რაიონის დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, ხალხის ფულს წლებია, პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს.
ანზორ ბოლქვაძე მილიონებს ეთამაშება, ამხელა ქონებას ფლობს და ბედავს, დასცინოს ქართველ ხალხს. ბიუჯეტის ხარჯზე ის ინახავს საკუთარ ავტომანქანას უკანასკნელი წლების განმავლობაში. საუბარია ბოლო 5-6 წელიწადზე. საუბარია 70 ათას ლარზე - ამბობს ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრი, ლევან გორგილაძე.
დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ,,ტვ პირველთან" "ხულოში თბილისიდან ცხენით ვერ ივლის":
მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი. სამსახურეობრივი მანქანა არ გამაჩნია. ცხენით ხომ ვერ ვივლი ხულოში თბილისიდან? ნაქირავებია ეს მანქანა, ვისგან არის ნაქირავები, რა მნიშვნელობა აქვს? ამ მანქანის დაზღვევა, საწვავი ფინანსდება. დანარჩენი არაფერი, მძღოლი არ ჰყავს ამ მანქანას და სხვა ხარჯი. - აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.
ანზორ ბოლქვაძე 14 წელია, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდსებლო ორგანოშია. ის ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი 2008 და 2012 წელს „ერთანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ხოლო 2016 წელს უკვე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიით შევიდა პარლამენტში.