ერთი ადამიანის სურვილზე ვერ იქნება დამოკიდებული,ამნისტიის კანონი დაინიცირდება - ოხანაშვილი

26.04.21 20:10
ერთი ადამიანის სურვილზე ვერ იქნება დამოკიდებული,ამნისტიის კანონი დაინიცირდება -  ოხანაშვილი

ამნისტიის კანონი დაინიცირდება და იქნება მიღებული - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა IRI-ის ოფისში შესვლის წინ ჟურნალისტებთან თქვა. 

ერთი ადამიანის ნება-სურვილზე ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ამისთვის ხლეი უნდ აშევუწყოთ დეპოლარიზაციას. ამნისტიის კანონი დაინიცირდება და იქნება მიღებული, ყველა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ უნდა გამოიცეს ამნისტიის აქტი, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და შესრულდება, - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

  IRI-ის ოფისში ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის მორიგი შეხვედრა დაიწყო. მთავარი განსახილველი საკითხი ხვალ, პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის დაინციირება იქნება.