დადგენილია: ახალგაზრდა, რომელიც თბილისში ქართველებს აგინებდა, რუსი ოლიგარქის შვილია

08.11.22 11:13
დადგენილია: ახალგაზრდა, რომელიც თბილისში ქართველებს აგინებდა, რუსი ოლიგარქის შვილია

დადგენილია იმ პირის  ვინაობა, ვინც თბილისის ცენტრში ქართველებს აგინებდა. ის რუსეთის მოქალაქე, 29 წლის ალექსანდრ კოპილკოვია. 

ირკვევა, რომ კოპილკოვი  ერთ-ერთი რუსი მინიოლიგარქის შვილია, რომელიც საქართველოს თავს 2021 წლიდან აფარებდა. 

კოპილკოვის მამა მსხვილი სამშენებლო კომპანია -"მიცის" მფლობელია, რომელიც სირიასა და უკრაინაში პუტინის ომის დაფინანსებაშია მხილებული.

რუსმა და უკრაინელმა ბლოგერებმა თბილისის  ცენტრში ქართველების მაგინებელი ახალგაზრდის  შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძიეს და გაასაჯაროეს. მათ შორის არის მისი საპასპორტო მონაცემები და საქართველოში ყოფნის პერიოდი. პოლიციამ კი ქართველების მაგინებელი რუსეთის მოქალაქე მხოლოდ ერთი დღით, ადმინისტრაციული წესით, დააკავა.

"ქართველების გინება თბილის ცენტრში შემთხვევითი არ ყოფილა, შესაძლოა, საქმე რუსული ეფ ეს ბეს პროვოკაციასთან გვქონდეს" - წერენ უკრაინელი ბლოგერები.