ჩვენმა მოქალაქეებმა მკაფიოდ გადაწყვიტეს, უარი უთხრან „ოცნების“ მმართველობას - ბადრი ჯაფარიძე

08.11.22 11:12
ჩვენმა მოქალაქეებმა მკაფიოდ გადაწყვიტეს, უარი უთხრან „ოცნების“ მმართველობას - ბადრი ჯაფარიძე

კვლევამ ცხადყო, რომ ხალხმა "ქართულ ოცნებას" მკაფიო უარი უთხრა, - ასე აფასებს IRI- ს კვლევას "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სახელისუფლებო პარტიის ანტიეროვნულ და ანტიდასავლურ კურსს ფარდა აეხადა და გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ოპოზიციას უჭერს. 

ჩვენმა მოქალაქეებმა მკაფიოდ გადაწყვიტეს, უარი უთხრან „ქართული ოცნების“ მმართველობას. ნორმალურ, დემოკრატიულ ასეთი ტიპის მხარდაჭერის პირობებში მმართველი ძალა აუცილებალდ დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს ისეთი ძალა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და ქვეყნის ინტერესებს სწირავს ამ ძალაუფლებისვთის ბრძოლაში, ამიტომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკვე მთლიანად ფარდაახდილია „ქართული ოცნება“ როგორც ანტიევროპული და შესაბამისად, ანტიეროვნული ძალა და მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციურ პარტიებს, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლოების ნახევარზე მეტს ვადამდელი არჩევნები სურს. გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, პროდასავლური ოპოზიცია უფრო მეტ ხმას აიღებდა, ვიდრე ხელისუფლება.