8 ნოემბერი 18:30 საათი - ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვას იწყებს

08.11.22 11:35
8 ნოემბერი 18:30 საათი - ევროპარლამენტი დღეს  საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვას იწყებს

8 ნოემბერი 18:30 საათი - დღეს ევროპარლამენტი საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვას იწყებს. 121 გვერდიანი დოკუმენტის ნაწილი შესწორებებია, სადაც დეპუტატები ევროკავშირს  ბიძინა ივანიშვილის საეჭვო საქმიანობის და რუსეთთან კავშირების  შესწავლას სთხოვენ. პროექტში ყურადღება მედიათავისუფლების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებზეც გამახვილებულია. 

გარდა ამისა, დოკუმენტში ცვლილებების ერთი ნაწილი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასაც ეხება, სადაც მაგალითად ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეა მოყვანილი. ტექსტში პირდაპირ წერია, რომ "ქართულმა ოცნებამ" სასამართლოს განჩინება ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შესაჩერებლად გამოიყენა. 

მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის მომხსენებლი და ავტორი "ევროპულ-სოციალისტური" პარტიაა, რომლის პოლიტიკურ ჯგუფშიც შედის სწორედ "ქართული ოცნება". ფაქტი ცხადყოფს, რომ სახელისუფლებო პარტიას ევროპარლამენტში მოკავშირე პარტია აღარ დარჩა.

ოპოზიცია ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნება" დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს არ გაითვალისწინებს, რაც ქვეყნის არაფორმალური მმართველისგან,  ბიძინა ივანიშვილისგან გათავისუფლებას გულისხმობს, მაშინ მმართველმა ძალამ "ევროპულ-სოციალისტური პარტიის" ოჯახი საერთოდ უნდა დატოვოს. 

როდესაც „ქართული ოცნება“ ძალიან ხშირად ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოს ოპოზიციის ლობისტები თუ მოკავშირეები აკეთებენ კრიტიკულ შეფასებებს ევროპარლამენტში, დღევანდელ განხილვაზე და ამ ანგარიშში, ვფიქრობ, ძალიან ნათლად გამოჩნდება, რომ „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია „სოციალისტები“ არის სწორედ ის, ვინც მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რომ გადახედოს საკუთარ პოლიტიკას თუ სურს წარმატება ევროკავშირში გაწევრიანების თალსაზრისით. მათ შორის, გამოჩნდება ამ განხილვაზე, რომ სულ უფრო შორდება „ქართული ცონება“ საკუთარი პოზიციებით, მათ შორის, იმ პოლიტიკურ ოჯახს ევროკავშირში, რომლის წევრიც არის „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, - ამბობს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი. 

ევროდეპუტატების ანგარიშს "ქართული ოცნების" გაფრთხილებად აფასებს ენმ-ს წევრი ანა წითლიძე.

რეზოლუცია და ის შესწორებები არის კიდევ ერთი გაფრთხილება „ქართული ოცნების“ და „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს, ის მაშნ მოხვდება სრულ საერთაშორიოს იზოლაციაში. იმიტომ, რომ მაშნ, როდესაც ჩენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყასნა სჰყავს პოლიტიკური პატიმრები, გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაშ არის ოლიგარქია დ არის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი... ყველა ნორმალური ქვეყანა და ხლეისუფლება უნდა ცდილობდეს ეს შეასრულოს და ეს კრიტიკა გაითვალისწინოს, - ამბობს ანა წითლიძე. 

ევროპარლამენტარების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი ზუსტად 12 -ჯერ არის მოხსენებული. დოკუმენტში დეპუტატები "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ უხსნიან, ვინ არის რეალურად ოლიგარქი.