ანტიდასავლური ფლანგის ახალი რაზმი - სცენაზე ხაინდრავა, უცნობი და შაქარაშვილი გამოდიან

08.11.22 11:10
ანტიდასავლური ფლანგის ახალი რაზმი - სცენაზე ხაინდრავა, უცნობი და შაქარაშვილი გამოდიან

ანტიდასავლური პროპაგანდის სცენაზე გოგა ხაინდრავა გამოდის. ბიძინა ივანიშვილის ორი მეგობარი "უცნობი"-  გია გაჩეჩილაძე და ხაინდრავა საინფორმაციო ომის სათავეში დგებიან.

მათ პორტალი "საქართველოს უპირველეს ყოვლისა" შექმნეს, სადაც უკვე მარტივად ჩანს, რის წერას და რის პროპაგანდას აპირებენ. 

გაერთიანების სათავეშია "ოცნებიდან" წასული ვატო შაქარაშვილიც.

"ამერიკა რუსეთს იმიტომ ებრძვის რომ ის მართლმადიდებლური სახელმწიფოა" " ამერიკაში უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება", "არც ერთი ცენტრი უკრაინას "  - ამ სათაურებით პუბლიკაციების გვხდება პორტალზე. პორტალის პრეზენტაციას, გუშინ "ოცნების" თითქმის ყველა ანტიდასავლური პროპაგანდისტი ესწრებოდა. 

ადგილზე მისულ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფთან, გოგა ხაინდრავა ჩვეული ლექსიკით "საროსკიპოებზე" ამეტყველდა: 

ზოოპარკში მიბრძანდი, პატარა ბიჭი ხარ, ყური გამოიწმინდე"- მიმართა გოგა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს. 

კითხვამ, რა მიზანს ემსახურება ახალი პლათფორმა, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი რეჟისორი წყობიდან გამოიყვანა: 

თქვენი ადგილი აქ არ არის, გეუბნები, კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ შენ მაინც მოდიხარ, რადგან ასე გეგზარდეს, იქ სადაც ხარ. როენა მამიდამ ასე გაგზარდა. ზრდილობა არ გაქვს. თქვენ საროსკიპო ხართ, სხვის ვნებებს ემსახურებით ფულად"- მიმართა ახალგაზრდა ჟურნალისტს რეჟისორმა. 

"უცნობი" კი შეეცადა ეხუმრა -აქ იმიტომ ვარ, რომ "ლაშას მამა გარდაიცვალა".