მესამე პრეზიდენტს დღეს ბრიტანელი ფსიქიატრი შეხვდება

08.11.22 11:47
მესამე პრეზიდენტს დღეს  ბრიტანელი ფსიქიატრი შეხვდება

მიხიელ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა 18 ოქტომბერს გასაჯაროვდება, მანამდე კი ექსპრეზიდენტი  ბოლო სამედიცინო კონსულტაციებს გადის.

მესამე პრეზიდენტს დღეს  ბრიტანელი ფსიქიატრი შეხვდება. ლონდონიდან კორნელიუს კატონა საგენგებოდ ჩამოვიდა. ბრიტანელი სპეციალისტი  ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის წევრია და თვეებია,  სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას იკვლევს. 

დღეს მასთან შედის ბრიტანელი ექსპერტი, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, უკვე საქართველოშია. მოინახულებს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ჩაატრებს გარკვეულ ტესტებს, გარკვეულ გამოკვლევებს და მისი დასკვნაც დაერთვება, საბოლოოდ, „ემპათიის“ დასკვნას. რაც შეეხება საექსპერტო კვლევას, ის უკვე დასასრულისკენ მიდის. დარჩენილია, ფაქტობრივად, ტოქსილოგის საექსპერტო დასკვნა და უკვე გადაგეზავნა მასალები ექსპერტს ამერიკაში, - ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.