ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს - შალვა ხაჭაპურიძე

08.11.22 11:52
ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს - შალვა ხაჭაპურიძე

მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 18 ნომებერს გასაჯაროვდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ ექსპერტების დაკსვნა მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს. 

შეთანხმების თანახმად საექსპერტო დასკვნა 18-19 ნოემბერს უკვე უნდა იყოს მზად. ამის შემდეგ უკვე დაცვის მხარე მივიღებთ გადაწყვეტილებას მივმართოთ სასამართლოს. სასამართლოს რომ მივმართავთ, ეს უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. როდესაც გავეცნობი უკვე ხელმოწერილ დოკუმენტებს, დაცვის  მხარე გადაწყვიტავს, ადვოკატები გადაწყვეტენ,მივმართავთ გათვაისუფლების მოთხოვნით თუ მივმართავთ სასჯელის გადავადების მოთხოვნით. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან მარტივია, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება. თუ იმ ჩამონათვალში და იმ კოდით ხვდება დაავადება, ეს უკვე სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია, სხვათაშორის, რომელიც ჩვენზე ადრე ვალდებულია თავად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ პენიტენიცურმა სამსახურმა დააყენოს სასამართლოს წინაშე, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.