ნებისმიერი რამ, რაც ასუსტებს მედიას, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს - კელი დეგნანი
"მედიის თავისუფლება არის დემოკრატიის გარანტი და სწორედ ამიტომ საელჩო უკვე 30 წელია მხარს უჭერს მედიას" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა:
მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, და ასევე აშშ-ის კონსტიტუციით. ნებისმიერი რამ, რაც ასუსტებს მედიას, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, მიგვაჩნია, მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად“, - განაცხადა დეგნანმა.