IRI-ის ოფისში "ოცნებას" და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო

26.04.21 20:15
IRI-ის ოფისში "ოცნებას" და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო

IRI-ის ოფისში "ოცნებას" და ოპოზიციას შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მხარეები მიღწეული შეთანხმების პუნქტებს განიხილავენ. შეხვედრას მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძე და ანრი ოხანაშვილი ესწრებიან.საუბარი შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც ხვალ, პარლამენტში უნდა დაინიცირდეს. 

დღის ბოლოს ნიკა მელიას წერილმა ოპოზიციის გეგმები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მელია ამნისტიის კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს,თუმცა უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება და ერთი ადამიანის გამო გეგმები ვერ შეიცვლება.

 

მსგავსი სიახლეები