ევროპარლამენტარების ამოცანას საქართველოში დესტაბილიზაცია წარმოადგენს - ვოლსკი
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლსკის ევროპარლამენტარების შესწორებებს. მმართველი გუნდის წევრი ევროდეპუტატების ანგარიშს უტიფარს უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიზანს საქართველოში დესტაბილიზაცია წარმოადგენს.
ლაპარაკია ამ მოხსენებაში დამატებების პროექტზე, რომლებიც აბსურდულია, მე გუშინ უტიფარიც ვუწოდე. უტიფარია იმდენად, რამდენადაც ქართულ საზოგადოებას და საზოგაოდების გარდა, საერთოდ, ამ სტაბილურობას უპირისპირდება ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ევროპარლამენტარებმა იციან, მაგრამ არად დაგიდევენ, ვინაიდან თავისი პოლიტიკური მიზანი და ამოცანა გააჩნიათ. საქართველოში დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა, რასაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, - ამბოლბს ვოლსკი.
ევროპარლამენტი საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვას დღეს იწყებს. 121 გვერდიანი დოკუმენტის ნაწილი შესწორებებია, სადაც დეპუტატები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის საეჭვო საქმიანობის და რუსეთთან კავშირების შესწავლას სთხოვენ. პროექტში ყურადღება მედიათავისუფლების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებზეც გამახვილებულია.
გარდა ამისა, დოკუმენტში ცვლილებების ერთი ნაწილი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასაც ეხება, სადაც მაგალითად ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეა მოყვანილი.
მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის მომხსენებლი და ავტორი "ევროპულ-სოციალისტური" პარტიაა, რომლის პოლიტიკურ ჯგუფშიც შედის სწორედ "ქართული ოცნება".