"ოცნება" პუტინის ბანაკში ყოფნაშია ეჭვმიტანილი - ბოკერია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ევროპარლამენტის რეზოლუციას "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურ განაჩენს უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველი ძალა პუტინის ბანაკშ ყოფნაშია ეჭვმიტანილი და ეს საგანგაშოა.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლეზეც თუნად ასეთი კითხვები რომ ისმევა, უკვე არის კატასტროფა. ჩვენ ახლა გვჭირდება ხელისუფლება ახლაც და იქამდეც, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში ზეაქტიური იქნებოდა ჩვენი მოკავშირეების შეწუხებით ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წასაწევად. ამის ნაცვლად, ისინი ეჭვმიტანილები არიან თავისუფლების მთავარი მტრის, პუტინის ბანაკში ყოფნაში, ეს უკვე განაჩენია, - თქვა ბოკერიამ.
ევროპარლამენტი საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვას დღეს იწყებს. 121 გვერდიანი დოკუმენტის ნაწილი შესწორებებია, სადაც დეპუტატები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის საეჭვო საქმიანობის და რუსეთთან კავშირების შესწავლას სთხოვენ. პროექტში ყურადღება მედიათავისუფლების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებზეც გამახვილებულია.
გარდა ამისა, დოკუმენტში ცვლილებების ერთი ნაწილი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასაც ეხება, სადაც მაგალითად ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეა მოყვანილი.
მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის მომხსენებლი და ავტორი "ევროპულ-სოციალისტური" პარტიაა, რომლის პოლიტიკურ ჯგუფშიც შედის სწორედ "ქართული ოცნება".