რატომ ცხოვრობს თბილისში პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილი, რომელიც ქართველებს აგინებს? - მელია გომელაურს მიმართავს

08.11.22 13:29
რატომ ცხოვრობს თბილისში პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილი, რომელიც ქართველებს აგინებს? - მელია გომელაურს მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს, დღის ბოლომდე გააკეთოს განმარტებები, რატომ ცხოვრობს თბილისში პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის, შვილი, რომელიც ქართველებს აგინებს. 

საგენგებო ბრიფინგზე ნიკა მელიამ თქვა, რომ რუსი ოლიგარქი, ალექსანდრ კოპილკოვი,  გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორია

ეს ორგანიზაცია პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები"- თქვა მელიამ. 

მისივე განცხადებით, კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს რამზად კადიროვთან დაახლოვებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან: 

 მოვუწოდებ ხელისუფლებას, განსაკუთრებით გომელაურს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინული და საერთაშორისო მხარისთვის, როგორ ხდება, რომ ამ კონკრეტული ოლიგარქის ოჯახი თბილისში ცხოვრობს“, - განაცხადა მელიამ.

 ენმ-ს ლიდერის თქმით, სოციალურ ქსელში გვარცელებული ვიდეოს შემდეგ საზოგადოების საჯარო აღშფოთების ფონზე პოლიციამ 29 წლის ალექსანდრ კოპილკოვი მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.

მელია ამბობს, რომ ალექსანდრ კოპილკოვის შვილმა  მცხეთის იზოლატორი დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა.  

ვიდეო, რომელშიც  რუსეთი მოქალაქე ქუჩაში დგას და ქართველებს დედას აგინებს, 5 ნოემბერს Facebook-ზე გავრცელდა.