გვარამია უკანონო პატიმარი და ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლია - მელია

08.11.22 13:51
გვარამია უკანონო პატიმარი და ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლია - მელია

 „ენმ“-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს მის ხელთარსებული ბერკეტი და შიეწყალოს ნიკა გვარამია.

მელიას შეფასებით, ქვეყანაში მედიაზე დევნა ძლიერდება და ეს სამწუხარო რეალობაა.

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე ამბობს, რომ გვარამიას პატიმრობა უარყოფითად აისახება 12 დათქმის შესრულებაზე.

მელია პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ გვარამია არის უკანონო პატიმარი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლია.

წილი ნაყარია. ქალბატონი ზურაბშვილი გაცნობიერებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც ქვეყანაში უფრო და უფრო მზარდია პოლარიზაცია. მაშინ, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობს სამოქალაქო თანხმობაზე, საუბრობდა თვეების განმავლობაში შერიგებაზე, აღიარებს სასამართლოში კლანურ მმართველობას, მას დარჩენია ერთადერთი გამოსავალი, რომ დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას. გვარამიას პატიმრობა განგებამ ისე ისურვა, რომ უარყოფითად მოქმედებს 12 პუნქტის შესრულება, არშესრულების საკითხზე. ამიტომ, თუ ნიკა გვარამია რჩება პატიმრობაში, ეს სამწუხარო რეალობაა და ნიშნავს იმას, რომ მედიის წინააღმდეგ არათუ შეჩერდა დევნა, არამედ, პირიქით, ძლიერდება. ამიტომაც, ზურაბიშვილს ხელთარსებულ ბერკეტს სჭირდება გამოყენება. მე ვფიქრობ, რომ გვარმია არის უკანონო პატიმარი და ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლი“. - ამბობს მელია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, პარლამენტის დეპუტატებმა და ოპოზიციის ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართეს და პრეზიდენტთან შეხვედრაც მოითხიოვეს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მათ ჯერჯერობით არ შეხვედრია.