"როენა მამიდამ ასე გაგზარდა, თქვენ საროსკიპო ხართ"- გოგა ხაინდრავა ჟურნალისტს

08.11.22 11:11
"როენა მამიდამ ასე გაგზარდა, თქვენ საროსკიპო ხართ"- გოგა ხაინდრავა ჟურნალისტს

ბიძინა ივანიშვილიე მეგობარი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა ჩვეული ლექსიკით, ისევ "საროსკიპოებზე" ამეტყველდა. "ზოოპარკში მიბრძანდი, პატარა ბიჭი ხარ, ყური გამოიწმინდე"- მიმართა ხაინდრავამ "ტვ პირველის" ჟურნალისტს, რომელიც ახალი, ანტოდასავლური პორტალი შექმნის მიზანზე სვამდა კითხვას. 

თქვენი ადგილი აქ არ არის, გეუბნები, კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ შენ მაინც მოდიხარ, რადგან ასე გეგზარდეს, იქ სადაც ხარ. როენა მამიდამ ასე გაგზარდა. ზრდილობა არ გაქვს. თქვენ საროსკიპო ხართ, სხვის ვნებებს ემსახურებით ფულად"- მიმართა ახალგაზრდა ჟურნალისტს რეჟისორმა. 

ხაინდრავამ ახალი ანტიდასავლური პორტალი, ვატო შაქარაშვილთან და გია გაჩეჩილაძესთან ერთად შეიქმნა. 

"ამერიკა რუსეთს იმიტომ ებრძვის რომ ის მართლმადიდებლური სახელმწიფოა" " ამერიკაში უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება", "არც ერთი ცენტრი უკრაინას "  - ამ სათაურებით პუბლიკაციები გვხდება პორტალზე.