კომუნიკაციების კომისიის 5-მა წევრმა, 5 ევროპული ქვეყნის პრემიერზე მეტი ხელფასი აიღო

26.04.21 20:33
კომუნიკაციების კომისიის 5-მა წევრმა, 5 ევროპული ქვეყნის პრემიერზე მეტი ხელფასი აიღო

2019-2020 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა მეტია, ვიდრე ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და მალტის პრემიერ-მინისტრების ხელფასები ერთად აღებული - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

მკვლევარები ამბობენ, რომ კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 16,650 ლარს შეადგენს, თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

კომისია ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების კრიტიკის ობიექტია - პოლიტიზირებული, მიკერძოებული და არაეფექტიანი გადაწყვეტილებების გამო - წერენ მკვლევარები. 

მსგავსი სიახლეები