სააკაშვილის დამატებითი კვლევები უტადარება - ბრიტანელი ფსიქიატრი "ვივა-მედში" იმყოფება
მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში დამატებითი კვლევები უტარდება. კლინიკა "ვივა-მედში" ბრიტანელი ფსიქიატრი ცოტა ხნის წინ მივიდა.
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ უცხოელი მედიკოსის დასკვნა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მიხეილ სააკაშვილისთვის სწორი დიაგნოზების დასმა და მკურნალობა თვეების განმავლობაში ვერ ხერხდება.
ამასთან, ჯიშკარიანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დიაგნოზები კონფიდენციალურია და მის გასაჯაროებას ვერ შეძლებს.
ყველა დიაგნოზი საქართველოს კანონმდებლობიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, არის კონფიდენციალური. შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. იგი სასწრაფო წესით საჭიროებს როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე შემდგომი მკურნალობისთვის გაყვანას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან თვეების განმავლობაში ვერ ხერხდება როგორც სწორი დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა-რეაბილიტაცია. ეს ვიზიტი ჩვენთვის ძლიან მნიშვმნელოვანია და ყველა საერთაშორისო ექსპერტის აზრი ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. როდესაც დასკვნა იქნება მზად, იგი წარედგინება ადვოკატებს, ეს არის კონფიდენციალური დოკუმენტი, - ამბობს ჯიშკარიანი.