ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია არაეთიკურია - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის გაუარესებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იუსტიციის მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს. რატი ბრეგაძის თქმით, მესამე რპეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სპეკულაცია არაეთიკურია.
ამასთან, მინისტრი ირწმუნება, რომ ცენტრ "ემპათიის" დასკვნა ბუნებაში არ არსებობს.
ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა არავის უნახავს, ეს დასკვნა, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ, რაც იარსებებს ეს დასკვნა, მე ეს მრავალჯერ ვთქვი, ახლაც გავიმეორებ, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს, და შემდგომში ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტციის მინისტრმა, - თქვა რატი ბრეგაძემ.