ცდილობენ, მამაჩემის შეშინებას - გოგაშვილები ნათესავის დაკავებას პოლიტიკურ რეპრესიების გაგრძელებად აფასებენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრიმელთა მტკიცებით, სოსო გოგაშვილის სახლში ნაპოვნი ცეცხლსასროლი იარაღების ნაწილი, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბიძაშვილისგან, ნიკოლოზ გოგაშვილისგან შეიძინა.
"პირველების" ინფორმაციით, გოგაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი თელავში დღეს, 11:00 საათისთვის დააკავეს. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ამ დრომდე არ იციან, სად წაიყვანეს დაკავებული.
სოსო გოგაშვილის შვილები ამბობენ, რომ გამომძიებელმა მათი ტელეფონის ნომრები დაბლოკა და შესაბამისად არ იციან, გადმოიყვანეს თუ არა მათი ბიძა თბილისში.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნიკოლოზ გოგაშვილი ცეცხლსასროლ იარაღებს ნამდვილად ფლობდა, თუმცა ყველა მათგანი ოფიციალურად გაფორმებული იყო.
საუბარია სამ იარაღზე, რომელსაც გოგაშვილების თქმით, მათი ნათესავი სუს-ის ექს შეფის საცხოვრებელ სახლში, ავტო ვარაძის ქუჩაზე ინახავდა.
გოგაშვილები მომხდარს პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად აფასებენ და ამბობენ, რომ
4 თვის წინ, 16 ივლისს, ნიკას ჩვენს სახლში ჰქონდა, საკუთარ სახელზე კანონიერად შეძენილი და გაფორმებული სამი იარაღი. ამ იარაღების გამო ედავებიან 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილს, თითქოს მან, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები არაკანონიერად გაასაღა.
ამ ეტაპზე ვიცით, მხოლოდ ის, რომ თელავში დააკავეს, ნიკა ქუჩიდან აიყვანეს. ვცდილობთ, გამომძიებელ თემურ ასანიძეს დავუკავშირდეთ, რომელმაც შეატყობინა ჩგვენს ადვოკატს რომ დაკავებულია ნიკოლოზ გოგაშვილი, თუმცა მან ტელეფონზე დამბლოკა"- აღნიშნა ნინი გოგაშვილმა.
სოსო გოგაშვილის ვაჟი კი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება სოსო გოგაშვილზე შურისძიებას და ზეწოლას აგრძელებს:
ხელების გადაგრეხვა მიდის, ცდილობენ მამაჩემის შეშინებას და ფსიქოლოგიურად შევიწროებას. სამი თვის წინანდელ საქმეზე დღეს გაახსენდათ, რომ ნიკა უნდა დაეკავებინათ. რა აუცილებლობა იყო, რომ ადამიანი ქუჩიდან აიყვანეს?! ამ ადამიანს საკუთარ პასუხისმგებლობაზე უარი არასდროს უთქვამს, არ გაქცეულა, არ დამალულა. როგორც ვიცი ის ამ საქმეზე გამოკითხული იყო"- ამბობს ნიკა გოგაშვილი.