ოდიოზურ ევროპარლამენტარებს კავშირი აქვთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება სურთ - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის სკნადლაური განცხადება - ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებსაც სურთ, რომ საქართველოში გაჩაღდეს მეორე ფრონტი.
მისივე განცხადებით, "ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები" ცდილობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები, რომლებიც ცდილობენ, აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართელს აცდენილი ცვლილელები შეიტანონ ამ რეზოლუციაში. ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რასაც ვაკვირდებოდით წინა წლების განმავლობაში. ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი შესწორება, რომელიც ინიცირებულია ამ ოდიოზური ევროპარლმენტარების მიერ, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ესეც არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რამენაირად ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს“. - ამბობს კობახიძე.
ზუსტად 4 საათში ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ.
დეპუტატების მიერ წარდგენილ ცვლილების ინიციატივაში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.