ამნისტია არ არის მელიას პასუხისმგებლობა, ამნისტია არის ჩვენი პასუხისმგებლობა - ვაშაძე
ამნისტია შეთანხმების ნაწილია, თუ დავარღვევთ, შეთანხმებას დარღვეულად ჩაგვითვლიან - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გირაო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ხვალ პროცესები ისევ "იგივე მოჯადოებულ წრეზე" არ დაბრუნდება.
გირაო ვერ უზრუნველჰყოფს იმას, რომ იგივე პოლიტპატიმარ მელიას გამო ისევ არ მოუწევთ აშშ-ს და ევროკავშირს მედიაცია. ასე გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით უკან, თქვენთან დაბრუნება აღარ გვინდა, ამიტომ უნდა დაიხუროს ეს საკითხი. ამნისტია არ არის მელიას პასუხისმგებლობა, ამნისტია არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ვინც ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს. ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და თუ ერთ ნაწილს დავარღვევთ ამ შეთანხმებისას, თვითონ შეთანხმება შეიძლება მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს ქართულმა ოცნებამ"- თქვა ვაშაძემ.
მელია მზადაა, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, თუ ამნისტიას გაითხოვენ.