საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს - იუსტიციის მინისტრი
იუსტიციციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს პირდაპირ უთხრა, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს და ქვეყანა ისე ახლოს არის ევროკავშირთან, როგორც არასდროს.
საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს. რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი. საქართველო ევროკავშირთან არის ისე ახლოს, როგორც არ ყოფილა არასდროს. ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ბევრი რამე შეიძლება თქვას, როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ესაჭიროება შესაბამისი მტკიცებულებები, უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს". - განაცხადა ბრეგაძემ.
ზუსტად 4 საათში ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ.
დეპუტატების მიერ წარდგენილ ცვლილების ინიციატივაში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.