ჯერ-ჯერობით არის სავარაუდო დიაგნოზები - შალვა ხაჭაპუიძის კიდევ ერთი განმარტება სააკაშვილის დიაგნოზზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამ ეტაპზე საუბარია ექსპრეზიდენტის სავარაუდო დიაგნოზებზე. მისი თქმით, საბოლო დიაგნოზი კი 18-19 ნოემბერს გაჟღერდება.
ჯერ-ჯერობით არის სავარაუდო დიაგნოზები, რამდენიმე დიაგნოზზეა საუბარი - 10-ზე და მეტზე. მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა და საბოლოოდ, 18-19 ნოემბერს იქნება დასკვნა, სადაც ჩატარდება ექსპერტების და ადვოკატების ერთობლივი პრესკომფერენცია და გაჟღერდება ამ დიაგნოზების შესახებ. ჯერ-ჯერობით არის რამდენიმე დაუზუსტებელი დიაგნოზი და ვნახოთ, მიმდინარეობს მუშაობა" - თქვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისტვის, რამდენიმე საათის წინ, ადვოკატმა Georgian Times-ის ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია აქვს და გერმანელებმა მას ტუბერკულოზის დიაგნოზიც დაუსვეს.