ციხის პირობებში სააკაშვილის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება - "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი
"ციხის პირობებში სააკაშვილის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება" - ამის შესახებ ,,ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ, ,,ტვ პირველს" განუცხადა.
მედიკოსის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის აქვს ბევრი ისეთი პრობლემა, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რაშიც იმყოფება.
არის სხვა მიზეზები, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა. ეს არის ე.წ. პარაკლინიკური მიზეზები. ანუ თუნდაც ის პირობები, ვგულისხმობ ციხეს, რაშიც იმყოფება. როცა ასეთი დამამძიმებელი ფაქტორია, ყოველთვის ეს აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე"- განაცხადა ჩხაიძემ.
კითხვაზე, იციან თუ არა მისი მოსაზრება სასჯელაღსრულების სამინისტროში, "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ "რა თქმა უნდა იციან".
ზურა ჩხაიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტემპერატურული რეაქციები გრძელდება.
რაც შეეხება დაავადება დემეციას, ეს არის ისეთი დაავადება, რომლის შესახებაც ასე საჯაროდ საუბარი არ შეიძლება.
უცხოელი სპეციალისტები ჩვენთან არ კონტაქტობენ და მათ საქმიანობასა და დიაგნოზზე ვერაფერს ვიტყვი - განაცხადა ზურა ჩხაიძემ.
ამის პარალელურად "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, ექსპრეზიდენტის სამედიცნო კველვა ამ წუთებშიც გრძელდება. მიხიელ სააკაშვილთან კონსულტაციაზე 2 საათზე მეტია, ბრიტანელი ფსიქიატრი იმყოფება. ლონდონიდან საგანგებოდ ჩამოსული ექიმი ერთ-ერთია, რომელიც სააკაშვილის საბოლოო ექპერტიზის დასკვნის ხელმომწერი იქნება.