ევროპარლამენტარები საქართველოს დამარცვლით ეტყვიან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - ბუაძე

08.11.22 17:26
ევროპარლამენტარები საქართველოს დამარცვლით ეტყვიან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - ბუაძე

პარტია „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს დამარცვლით ეტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

ბუაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას საბოტაჟი მოუწყოს.

საქართველოს ჰყავს ერთადერთი ოლიგარქი, ეს არის ივანიშვილი და ევროპარლამენტი ამას კიდევ ერთხელ დამარცვლით ეტყვის იმ ხელისუფლებას, რომელიც ახლა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საბოტაჟი მოუწყოს ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას“. - ამბობს საბა ბუაძე. 

ზუსტად  2 საათში ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ.

დეპუტატების მიერ წარდგენილ ცვლილების ინიციატივაში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.