არ მჯერა იმ რეზოლუციის, სადაც ივანიშვილი ქვეყნის მტრად და სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის გამოყვანილი - ცაგარეიშვილი
„ოცნების“ წევრი, გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი თავიდან ბოლომდე სუბიექტივიზმითაა გაჯერებული.
ცაგარეიშვილის თქმით, მას არ სჯერა ისეთი რეზოლუციის, სადაც ივანიშვილი ქვეყნის მტრად, კეზერაშვილი სწორუპოვარ მედია-მენეჯერად და სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის გამოყვანილი.
ეს არის თავიდან ბოლომდე სუბიექტივიზმით გაჯერებული დამატებები, რომელსაც სიმართლესთან და სინამდვილესთან იოტისოდენა შეხებაც არ აქვს. ივანიშვილი ამ ქვეყნის მტრად არის გამოყვანილი, კეზერაშვილი სწორუპოვარ მედია-მენეჯერად, სააკაშვილი პოლიტპატიმრად, ვერ ვირწმუნებ. ასეთი ჩანაწერები, როდესაც ვინმე კუბილიუსს შეაქვს რეზოლუციაში, მე არ მჯერა ამგვარი კუბილიუსების“. - ამბობს გია ცაგარეიშვილი.
ზუსტად 2 საათში ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ.
დეპუტატების მიერ წარდგენილ ცვლილების ინიციატივაში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.