გამორიცხული არ არის, რომ ეს იყოს პროვოკაცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს - ვოლსკი რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც ქართველებს აგინა
"დასასჯელია, თუმცა არ სეიძლება დაისაჯოს იმაზე მეტით, რაც ჩაიდინა"- ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატის შეფასება ქართველების მაგინებელ რუსეთის მოქალაქეზე.
გია ვოლსკის თქმით, "საქართველო რუსეთი არ არის, რომ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, საჩვენებელი დასჯა მოაწყოს".
გამორიცხული არ არის, რომ ეს იყოს პროვოკაცია, რომელიც იმ წისკვილზე ასხამს წყალს, სადაც რადიკალური ოპოზიციის წეარმომადგენლები არიან თავშეყრილები"- აცხადებს ვოლსკი.
იდენტიფირებულია რუსი ოლიგარქის შვილი, ვინც თბილისის ცენტრში ქართველებს დედას აგინებდა. ის რუსეთის მოქლაქე, 29 წლის ალექსანდრ კოპილკოვია და ეფ ეს ბესთან დაახლოებული იმ მინიოლიგარქის შვილია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომის დაფინასებაშია მხილებული.
უკრაინელმა ბლოგერებმა ქართველების მაგინებელი ახლაგაზრდის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძიეს. ირკევა, რომ ის და მისი ოჯახი ჩვენს ქვეყნას თავს 2021 წლიდან აფარებენ. ბლოგერები არ გამორიცხავენ, რომ ქართველების გინება შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციაა იყოს.