ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომას გიული ალასანია ესწრება
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომას, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღეს, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც ესწრება.
სხდომის დაწყებისას, გიული ალასანიას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი მიესალმა.
დღეს ჩვენს შეხვედრას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ოჯახის მეგობრების თანდასწრებით ვმართავთ. ჩვენმა კომიტეტმა არაერთხელ გამოთქვა წუხილი პატიმრობის პირობებში მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასე რომ, გულითადად მოგესალმებით“, - განაცხადა მაკალისტერმა.
47 მომხრე, 5 წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიღებულია.