აღმოიფხვრას ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში - ევროპარლმენტის ვერდიქტი

08.11.22 19:51
აღმოიფხვრას ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში - ევროპარლმენტის ვერდიქტი

ივანიშვილის არაფორმალური გავლენებისგან საქართველოს მთავრობა,  ქართული პოლიტიკა და საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს - ასეთია ევროპარლმენტის პოლიტკური ვერდიქტი "ოცნებისთვის".

ევროპარლამენტი მოუწოდეს საქართელოს ხელისუფლებას აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აღნიშნული შესწორება რეოზლუციის კომპრომისულ ვერსიაში დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივეა ნახსენები.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი ინტერესების, გადამეტებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, კომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტის სახით, რომელიც უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში", - აღნიშნულია შესწორების კომპრომისულ ვერსიაში.

47 მომხრე, 5 წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა -  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.

მსგავსი სიახლეები