ევროპელებს კიდევ მოუწევთ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ტექსტი ვერ წაიკითხა ოპოზიციამ - გუბაზ სანიკიძე

26.04.21 21:15
ევროპელებს კიდევ მოუწევთ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ტექსტი ვერ წაიკითხა ოპოზიციამ - გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი ნაჩქარევად მოაწერა, ისე რომ მათ ტექსტი არც წაუკითხავთ. ამის შესახებ სანიკიძემ ტვ პირველზე ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში ისაუბრა". სანიკიძის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერით კრიზისი არ მოგვარებულა.

1 თვე გვქონდა დარჩენილი და დამთავრებული იყო ყველაფერი და ნუ გვიყვებიან ზღაპრებს რომ თურმე ევროპელები აღარ ჩამოვიდოდნენ აქ, ჩამოვიდოდნენ 7-ჯერ კიდევ და ახლა კიდევ მოუწევთ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ტექსტი ვერ წაიკითხა ოპოზიციამ ნორმალურად"

ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ შარლ მიშელს ეჩქარებოდა თვითმფრინავზე და მოიცდიდა ის კაცი ან კიდევ ჩამოვიდოდა,ისინი პატივს სცემენ პრინციპულ ხალხს და არა უპრინციპოებს, - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები