სახალხო დამცველის არჩევა - კობახიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნები ჩაიშალოს
ახალი სახალხო დამცველის არჩევა - „ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნები ჩაიშალოს.
კობახიძის თქმით, აუცილებელია კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სახალხო დამცველის ოფისში დარჩებათ საკუთარი ფავორიტები.
"სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას. ეს არ იქნება მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე პარტიას აქვს თვითმიზანი, რომ არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი. ასეთ შემთხვევაში, მათ სახალხო დამცველის ოფისში დარჩებათ საკუთარი ფავორიტები. ვიცით, რომ დღეს, ნაციონალური მოძრაობის ფავორიტებისგან შედგება სახალხო დამცველის ოფისი, არსებითად. შესაბამისად, აქვთ ეს ინტერესი, რომ არ შეგვასრულებინონ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი და არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი. ეს ართულებას ვითარებას. თუმცა, ამის მიუხედავად, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ სახალხო დამცველის არჩევას“. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.