ევროპარლამენტის საშინაო დავალება "ოცნებას" - რა მოთხოვნები აქვს ბრიუსელს
დებიძინიზაცია, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა, პოლიტპატიმრების დევნის შეწყვეტა და საარჩევნო რეფორმა - ევროპარლამენტს "ქართული ოცნებისთვის" კონკრეტული მოთხოვნები და დავალებები ჰქონდა. საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ცვლილებების შეტანას რამდენიმე წუთი დასჭირდა და მას ევროდეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
მომხსენებელმა სვენ მიქსერმა თქვა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა "ოცნების" მთავრობის მხარდაჭერაზე საუბარი არ ყოფილა.
ხელისუფლების მცდელობის მიუხედვად, ევროპარლამენტის დოკუმენტში ისეთი პუნქტები მოხვდა, რომელიც მმართველი გუნდისთვის ყველზე არასასურველი იყო. მათ შორის, მთავარი ჩანაწერი ქვეყნის ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან გათავისუფლებას შეეხებოდა.
ამის გარდა, საქათველოს შესახებ საკითხის განხილვის დროს დარბაზში პატიმარი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშივლის დედა გიული ალასანია მიიწვიეს. საბოლოოდ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებისთვის უცხოეთში სამკურნალოდ უნდა გაუშვან. ჩანაწერი მკაფიოა და ინტერნპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.
ევროპარლამენტმა ასევე, ყურადღება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზეც გაამახვილა და პირდაპირ თქვა, რომ პოლიტპატიმრების დევნა უნდა შეწყდეს. ამასთან, პირობა ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასაც შეეხებოდა.
ქართლ ოცნებას ბრიუსელმა ბევრი საშინაო დავალება მისცა შესასრულებლად. პირველი დაიწიოს საარევნო ბარიერი, შეიცავლოს საარჩევნიო კანონები ისე, რომ გამოირიცხოს ამომრჩეველზე ზეწოლა, დაშინება და იძულება 2024 წლის არჩვნებისთვის, ასევე გამოირიცხოს ამომრჩევლეთა მოსყიდვა და ადმინისტრაიული რესურსის ბოროტად გამოყენება.
ევროპარლამნეტმა დღეს "ოცნებას", უთხრა, რომ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებს ისე, როგორც აქამდე აკეთებდა და გამარჯვებას იწერდა.