პარლამენტი ოპოზიციის მიერ ინიცირებული ანტიკორუფციული სააგენტოს ალტერნატიულ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს
პარლამენტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ალტერნატიულ კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. ინიციატივის ავტორი პარტია ,,ლელოა".
პროექტის მიხედვით ანტიკორუფციული სააგენტო იქნება დამოუკიდებელი უწყება, თავისუფალი გავლენებისგან და ანგარიშვალდებული იქნება არა ხელისუფლების, არამედ პარლამენტის წინაშე.
ოპოზიციური პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის პირობების შესრულება ქვეყანას მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის დამტკიცებით ჩაეთვლება.
ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტი არის ის, რასაც ელოდება ევროკავშირი, როცა 12 პუნქტიან მოთხოვნებში ჩაწერა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა.
,,ოცნების" მიერ წარდგენილი რაღაც ბუტაფორიული წარმონაქმნი კი სამწუხაროდ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ უპასუხებს ევროკავშირის მოთხოვნებს.
სააგენტოს უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები, უნდა იყოს დამოუკიდებელი - აცხადებს ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის აუცილობლობაზე ოპოზიცია წლებია, საუბრობს. "ქართულმა ოცნებამ" სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ისე, რომ ეს უწყება უფუნქციო იქნება.