ხვალიდან ამნისტიის კანონზე კონსულტაციები დაიწყება - სამადაშვილი
"ოცნებასა" და დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ხვალიდან ამნისტიის კანონპროექტზე კონსულტაციები დაიწყება. სამადაშვილის თქმით, მელიას აზრს პატივს სცემს, თუმცა დოკუმენტის ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს.
ამნისტია ვერ დაიცავს ვერავის ვინც არის პასუხისმგებელი ადამიანების განზრახ სხეულის დაზიანებაზე.ის ადამიანები ვინც არიან დასახიჩრებული, ამნისტიის შედეგად მათ დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცული, ეს არის "ოცნების" პოზიციაც. როგორ გაიწერება ამნისტიის კანონპროექტი ამაზე ხვალ გავაგრძელებთ კონსულტაციებს.
მე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს შეთანხმება, რომელიც არის ხელმოწერილი. ამიტომ ცხადია, პატივს ვცემთ ნიკას აზრს, გვექნება ამაზე მსჯელობა მათ შორის მედიატორებთანაც, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მივყვეთ გეგმას. ხვალიდან ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას, ამნისტიის კანონი არის რთული გავაგრძელებთ კონსულტაციებს", - თქვა სამადაშვილმა.
შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებსა და "ოცნებას" შორის IRI-ის ოფისში 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.