მოწამლეს თუ არა მესამე პრეზიდენტი - ელისო კილაძე სკანდალურ ვერსიას ავრცელებს
მოწამლეს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი - კვლევის შედეგები უახლოეს დღეები ოფიციალურად გასაჯაროვდება. "Cnews"-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზის პასუხი უკვე არსებობს, თუმცა კვლევის შედეგებს შტატებში კიდევ ერთხელ სპეციალურად დაქირავებული ექსპერტი ამოწმებს.
ამასთან, ჟურნალისტის თქმით, არც ერთ სამედიცინო გამოკვლევაში ტუბერკულიოზის დიაგნოზი არ ფიგურირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტმა აღნიშნული ინფექცია ციხეში მიიღო, ან ექიმებმა დიაგნოზი დამალეს.
ბილოგიური მასალა, ბიოფსია, ანალიზები, დნმ და ა.შ. ქართველი მედიკოსების მიერ უცხოურო მხარის მონაწილეობით კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა აღებული და გაგზავნილი აშშ-ში. ლაბორატორიაში კვლევა უკვე დასრულებულია. ლაბორატორიამ ასევე დაიქირავა და მისი ვინაობა ჩვენთვისაც ცნობილი არ არის, ანონიმურია, ექსპერტი, რომელმაც უნდა გაანალიზოს და დადოს დასკვნა ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით. როგორც ჩვენ არ ვიცით ექსპერტის ვინაობა, ასევე ექსპერტმა არ იცის პაციენტის ვინაობა. ანუ მან არ იცის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ანალიზებზე წერს დასკვნას, შესაბამისად, ძალიან მაღალი სანდოობის ხარისხია, რა თქმა უნდა, და ამ დასკვნის მიხედვით გაირკვევა მოწამლულია თუ არა მიხეილ სააკაშვილი და რითაა მოწამლული. მიხეილ სააკაშვილს არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში და არც ციხეში, როდესაც მას ანალიზები აუღეს და სრული სამედიცინო გამოკვლევა ხდება პატიმრის, ტუბერკულიზი არ უფიქსირდება ანუ აქ რასთან გვაქვს საქმე? ან ის, რომ მან ციხეში მიიღო ეს ინფექცია ან უბრალოდ, ეს ინფექცია ჰქონდა და ექიმების მხრიდან შეგნებულად არ მოხდა მისი სამედიცინო ისტორიაში ასახვა. 18-ი იქნება „ემპათიის’" დასკვნა უკვე საჯარო და დაახლოებით 25 ნოემბრამდე სარჩელი შევა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, - თქვა კილაძემ.