პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს - ლელო
პოლიტიზებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრებისა და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი არ აქვს - ამის შესახებ "ლელო' სპეციალურ განცხადებაში საუბრობს.
პარტიაში ხაზგასმით ამბობენ, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის ვერსიას მხარი კომპრომისული შესწორებებით დაუჭირა.
„სისულელეა ,,ქართული ოცნების” განაცხადი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს ზეგავლენა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროპარლამენტში წარმოდგენილი პარტიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას წარმოადგენენ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია, რომელიც იკვეთება ევროპარლამენტში, ვერ გადაიხედება“, – ამბობენ პარტია „ლელოში“.
მათივე განცხადებით, "ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ადგენს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, რომლის მაგალითია ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული საქმე და ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა".
დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ სამართლებრივი დევნის ერთადერთი მოტივაცია იყო პოლიტიკური, რაც დაადასტურა ევროპარლამენტმა. დარწმუნებულები ვართ, რომ იგივე განმეორდება სტრასბურგის სასამართლოშიც. ანგარიშმა ცხადყო, რომ როდესაც ევროკავშირი საუბრობს დეოლიგარქიზაციის შესახებ, საუბარი შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გათავისუფლებას ივანიშვილის გავლენისგან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე ,,ლელოს” სწორი პოზიცია. ნიკა გვარამიას, ,,ტვ პირველის” და ,,ფორმულას” დამფუძნებლების საქმეები ანგარიშში ასევე მოხსენიებულია, როგორც მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენების ფაქტები.
იმედი გვაქვს, რომ ზემოაღნიშნულს პრეზიდენტი გაითვალისწინებს გვარამიას საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენებაზე ჩვენი მიმართვის განხილვისას. ,,ლელოს” პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ასევე გაზიარებულია ევროპარლამენტის ანგარიშში და აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის ავტორი ,,სოციალისტური პარტია” ,,ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიაა.
ცალსახაა, რომ მსგავსი ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფონზე, ,,ქართულმა ოცნებამ” სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს. სისულელეა ,,ქართული ოცნების” განაცხადი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს ზეგავლენა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ევროპლარმენტში წარმოდგენილი პარტიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას წარმოადგენენ, შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია, რომელიც იკვეთება ევროპარლამენტში, ვერ გადაიხედება. მაგალითათ, თუ სოციალისტები ევროპარლამენტში თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვლი ოლიგარქია, სხვა პოზიციას სოციალისტი პრემიერი ვერ დაიკავებს ევროპულ საბჭოში და იგივე შეეხება ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, რადგან პოლიტიკური კონსენსუსია და გასაგებია, რომ ეს არის სრული ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მოსაზრება. საინტერესოა, რა პასუხის გაცემას აპირებს ,,ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური პარტნიორებისთვის ევროპაში. ეტყვის თუ არა, მაგალითად, „სოციალისტურ პარტიას, რომ მათ პოზიციას და სიტყვას ევროპარლამენტში ,,ჩალის ფასი აქვს”. ,,ლელოს” სურვილია, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ როგორც ამ ანგარიშიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ,,ქართულიოცნების” პოლიტიკა მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი ქვეყნის შანსებს. პოლიტიზირებული მართლმსაჯულების, პოლიტიკური პატიმრების და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის მქონე ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შანსი აქვს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტმა "ქართულ ოცნებას" ყვითელი ბარათი გუშუინ აუნთო - უმწვავეს რეზოლუციაში ყურადღება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზეც გაამახვილა და პირდაპირ ითქვა, რომ პოლიტპატიმრების დევნა უნდა შეწყდეს. ამასთან, ევროდეპუტატების პირობა ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასაც შეეხებოდა.